ქვიშა
(გადამისამართდა გვერდიდან ქვიშები)
ქვიშა — წვრილმარცვლოვანი ფხვიერი დანალექი ქანი ან თანამედროვე ნალექი. შედგება სხვადასხვა მინერალის ან ქანის მომრგვალებული ან დაკუთხული მარცვლებისაგან (ზომა 0,1-1მმ ). წარმოშობის მიხედვით განარჩევენ : მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურ, ფლუვიოგლაციალურ და ეოლურ ქვიშებს; მინერალური შედგენილობის მიხედვით — კვარციან, გლაუკონიტ-კვარციან, მინდვრის შპატიან-კვარციან, ქარსიან და სხვა ქვიშებს. ჩვეულებრივ იყენებენ საშენ მასალად; კვარციან ქვიშებს — მინის, კერამიკისა და სამსხმელო წარმოებაში. ძვირფასი მინერალების (თვითნაბადი ოქრო და პლატინა, ცირკონი, რუტილი და სხვ.) შემცველი ქვიშების დანაგროვი წარმოადგენს ქვიშრობრივ საბადოს.
ქვიშა | |
---|---|
დიუნი, მაროკო | |
ცნობები | |
ტიპი | დანალექი |
გამოიყენება | მშენებლობაში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 522.