ქვემო ხუნწის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქვემო ხუნწის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხუნწის ჩრდილო-დასავლეთით, ექვსი კილომეტრის დაშორებით, მაღალ მთაზე

ქვემო ხუნწის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ორფერდა გადახურვით. ტაძარი შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან. ნაგებია არათანაბარი ზომის ქვებისაგან, კირის დუღაბზე, ფრაგმენტულად გამოუყენებულია რიყისა და შირიმის ქვებიც. ტაძარს მხოლოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედელი აქვს შემორჩენილი. ასევე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს გაჭრილია 2-2 სარკმელი. ტაძარს შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5197