ქვემო ხორხის კოშკი

ქვემო ხორხის კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხორხის განაპირას, აგებულია lX-X საუკუნეებში. კოშკი ზურგიანია (4,4 x 3,7 მეტრი), ნაგებია დიდი და საშუალო ზომის ლოდებით (კირის ხსნარზე), რიგების სწორხაზოვნების დაცვით. შემორჩენილი 3 სართული (სიმაღლე 7 მეტრი) ზემოთკენ ვიწროვდება. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მიწიდან 3,65 მეტრ სიმაღლეზე. კარი სწორკუთხაა, გადახურულია ლოდით. პირველი სართული ნანგრევებითაა ამოვსებული. შემორჩენილია მეორე და მესამე სართულების გადახურვის ქვის ფილები, რომლებშიც ასაძრომი ხვრელებია დატანებული. გარედან, კარის ღიობის ქვემოთ, შემორჩენილია ბაქნის საბჯენი ორი კონსოლი.

ლიტერატურა

რედაქტირება