ქვემო ხოდაშნის მცირე ეკლესია

ქვემო ხოდაშნის მცირე ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი სოფელ ქვემო ხოდაშნის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, სანდრიანთხევის მარცხენა ნაპირზე, ხევის პირას თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის, არათანაბარი ზომის ქვებით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნიდან და გარედან ბათქაშითაა გასწორებული, მაგრამ ზედაპირი მაინც უსწორმასწოროა, ტლანქი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ზემოთა ნაწილი ჩამოშლილია. ამის გამო გადახურვის თავდაპირველი ფორმის დადგენა შეუძლებელია. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე ზომის მხრებით. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო, თარაზულად გადახურული სარკმელი დასავლეთ კედლის ზემოთა ნაწილშიცაა. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელს, რიყის ქვით ნაგები, კუბური ფორმის ტრაპეზი ეკვრის. საკურთხეველში, სამხრეთისა და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ კიდეში, ორი მცირე, სწორკუთხა ნიშაა. ამჟამად საკურთხევლის გადახურვა ჩამოშლილია და აღმოსავლეთ კედელსაც ფართო ბზარი დაუყვება. ეკლესია შიგნით გადახურული ყოფილა სხმული კამარით, რომლის მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ჩამოშლილია ლავგარდნიც.

ლიტერატურა

რედაქტირება