ქვემო ხანდაკის ყორღანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ქვემო ხანდაკის ყორღანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ოხერახევის მიდამოებში. დაუთარიღებელია. ყორღანი წარმოადგენს 1-1,5 მეტრი სიმაღლის კონუსურ ქვაყრილს (დიამეტრი 20 მეტრამდე).
ლიტერატურა
რედაქტირება- შატბერაშვილი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 209.