ქვემო შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესია

ქვემო შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შუხუთში.

ნაეკლესიარის საძირკველზე აშენებულია ახალი ეკლესია. ინტერიერში იკითხება ძველი ეკლესიის კედლის წყობა. ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. კედლები შიდა მხრიდან კირით არის შელესილი. ეკლესია ყოფილა დარბაზული ტიპის წრიულაბსიდიანი. იატაკზე იკითხება ბათქაშის ფრაგმენტები. ეკლესიის ირგვლივ იკითხება გალავნის ფრაგმენტები რომლის მაქსიმალური სიმაღლე 1 მეტრამდე აღწევს. ახალი ეკლესია ნაგებია აგურით. კედლები მოპირკეთებულია რიყის ქვებით. გადახურულია კრამიტით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20956