ქვემო უელეს პროვინცია

პროვინცია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ქვემო უელეს პროვინცია (ფრანგ. Bas-Uele) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში. პროვინციის მოსახლეობა — 1 093 845 ადამიანი (2005 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუტა.

პროვინცია
ქვემო უელეს პროვინცია
ფრანგ. Bas-Uele
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ბუტა (ქალაქი)
კოორდინატები 2°48′20″ ჩ. გ. 24°44′26″ ა. გ. / 2.80556° ჩ. გ. 24.74056° ა. გ. / 2.80556; 24.74056
ფართობი 148 331 კმ²
მოსახლეობა 1 093 845 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 7,37 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+02:00

გეოგრაფია

რედაქტირება

2005 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე ქვემო უელეს პროვინცია იყო ყოფილი აღმოსავლეთის პროვინციის ნაწილი. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, აღმოსავლეთით ზემო უელეს პროვინციას, დასავლეთით ეკვატორიალურ პროვინციას. პროვინციის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე უელე.

ჯანდაცვა

რედაქტირება

პროვინციაში ჯანდაცვა ცუდ მდგომარეობაშია. 2005 წელს დაფიქსირდა ჭირის ეპიდემია, რის შედეგადაც გარდაიცვალა 57 ადამიანი[1].

ტერიტორიები

რედაქტირება

პროვინცია მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს:[2]

  1. Peste en République démocratique du Congo – bulletin n°4 (15.3.2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-01. ციტირების თარიღი: 2011-05-26.
  2. X. Blaes, PNUD-SIG. (October 2008) Découpage administratif de la République Démocratique du Congo. UNOCHA and PNUD. ციტირების თარიღი: 2011-11-22.