ქეთევან (ქეთო) ლანდია (დ. 29 მარტი, 1914, თბილისი — გ. 17 მაისი, 2001) — ქართველი მსახიობი, დიქტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1976). საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1995).

ქეთო ლანდია
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1914
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 17 მაისი, 2001 (87 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი საქართველოს სახალხო არტისტი (1976)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1940 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

სტუდენტობიდანვე გამორჩეული დეკლამაციის ნიჭის წყალობით აღიარეს მხატვრული კითხვის ოსტატად. მონაწილეობდა მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სპექტაკლებში. მისი მხატვრული მეტყველების პედაგოგი იყო ნ. შიუკაშვილი. 1932-იდან, დიქტორების კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 60 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის დიქტორი. მონაწილეობდა ლიტერატურულ-დრამატულ და საბავშვო გადაცემებში. კითხულობდა ქართველი კლასიკოსების, თანამედროვე მწერლებისა, პოეტების ლექსებსა და მოთხრობებს.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება