ქეთი ანჯაფარიძე (დ. 28 მაისი, 1936, თბილისი — გ. 21 ნოემბერი, 2022) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1962-1964 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1962–1986 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1986 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის პედიატრიის საკითხებზე. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჩვილ ბავშვთა პნევმონიების კლინიკურ–მორფოლოგიური თავისებურებები“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ.18.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება