ქეთევან კანდელაკი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

ქეთევან კანდელაკი (დ. 27 ოქტომბერი 1911, თბილისი — გ. 19 ნოემბერი, 1982) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976).

ბიოგრაფია რედაქტირება

1942 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1946-1957 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიების გამგედ. 1966 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის პროფესორი, 1976 წლიდან კი ამავე ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული ნეფროლოგიის კურსის ხელმძღვანელი იყო. შეისწავლა ძვლის ტვინის ენდოგენური სტიმულატორების ერითროპოეტინების გავლენა ანემიის განვითარებაზე ზოგიერთი შინაგანი სნეულობის დროს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება