ქეთევან დუმბაძე
ქეთევან დუმბაძე (დ. 11 იანვარი, 1961) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი.[1] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს პარტიული სიით“.[2]
ქეთევან დუმბაძე | |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 2020 – 5 სექტემბერი, 2023 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
დაბადებული | 11 იანვარი, 1961 |
მამა | ნოდარ დუმბაძე |
2023 წლის მარტის დასაწყისში, როგორც პარლამენტის დეპუტატმა, მხარი დაუჭირა ე.წ. „რუსულ კანონს“ უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ. თავდაპირველად მან კენჭისყრისგან თავი შეიკავა, თუმცა შემდგომ პროსახელისუფლებო Post TV-ს დაუდასტურა, რომ რეალურად კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.[3]
2023 წლის 4 სექტემბრიდან თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად.[3] აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწერლებისა და გამომცემლების პროტესტი მოყვა. ასამდე მწერალმა, მთარგმნელმა, გამომცემელმა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს.[4]
2023 წლის 5 სექტემბერს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნის გამო.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქეთევან დუმბაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ipress.ge/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 მწერალთა სახლს რუსული კანონის მხარდამჭერი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს, netgazeti
- ↑ „არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ხმა მისცა „რუსულ კანონს“ - მწერლები და გამომცემლები განცხადებას ავრცელებენ
- ↑ ქეთევან დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი კი ჩავარდა