ქეთევან დავრიშევი
ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) (ფრანგ. Kéthévane Davrichewy; დ. 5 აპრილი, 1965, პარიზი, საფრანგეთი) — ქართული წარმოშობის ფრანგი მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი.
ქეთევან დავრიშევი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1965 (59 წლის) |
დაბადების ადგილი | პარიზი |
საქმიანობა | მთარგმნელი, ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი, სცენარისტი, მწერალი და რომანისტი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[1] |
ჟანრი | საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, ბიოგრაფია და სცენარი |
Magnum opus | Q28196990? |
ჯილდოები | ლანდერნოს პრემია და Prix des Deux Magots[2] |
ნათესავ(ებ)ი | ჟოსეფ დავრიშაშვილი და ირაკლი[3] |
საიტი |
swediteur.com/auteur.php?id=57 colisee.org/old/public/article/fiche/3766 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) დაიბადა პარიზში, 1965 წელს, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მისი დიდი პაპა დედის მხრიდან იყო ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრი, ვიქტორ ხომერიკი. მამის მხრიდან მისი დიდი პაპა იყო ცნობილი გორელი ავიატორი და მფრინავი იოსებ დავრიშაშვილი, სტალინის ბავშვობის მეგობარი, რომელმაც საფრანგეთში გაქცევის მერე გამოსცა მოგონებების წიგნი „რა კარგად ვერთობოდი ჩემს ძმასა და მეგობარ სტალინთან ერთად ბავშვობაში“[4].
ქეთავან დავრიშევს ჰყავს და, მუსიკოსი ნათელა (Nathela Davrichewy[5]) და სამი შვილი: დალი, თემო და ლუკა.
თანამედროვე ფილოლოგიის, კინოს და თეატრის შესწავლის შემდეგ, ქეთევან დავრიშევი მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალებში. ამ დროიდან დაიწყო ქართული ზღაპრების თარგმნა საბავშვო სკოლებისათვის, დაბეჭდა მრავალრიცხოვანი შრომები ახალგაზრდობისათვის.
ქეთევან დავრიშევი წერს სცენარებს ფილმებისათვის.
მისი პირველი რომანის „ყველაფერი კარგად იქნება“ 2004 წელს გამომცემლობა „არლეამ“ დაბეჭდა. ამის შემდეგ საოჯახო მოგონებების საფუძველზე დაწერა რომანი „შავი ზღვა“, რომელიც გამომცემლობა „საბინ ვესპიეზემ“ 2010 წელს გამოსცა. ამ რომანმა მიიღო: ფემინას პრიზი 2010 წელს[6], „ლანდერნოს“ პრიზი 2010 წელს[7], პრიზი "პრინცი-მორისი" სასიყვარულო რომანისათვის[8] 2011 წელს, ასევე და ითარგმნა გერმანულ, ქართულ, იტალიურ, ჰოლანდიურ და შვედურ ენებზე.
მომდევნო რომანი „განცალკევებულები“ ისევ გამომცემლობა „საბინ ვესპიეზემ“ გამოსცა 2012 წლის იანვარში. ეს მესამე რომანია, რომელსაც კარგად შეხვდა კრიტიკა, წარმატებით სარგებლობს წიგნის მაღაზიებში და წარგენილია RTL რადიოს და ჟურნალ Lire-ს პრიზზე[9].
ქეთევან დავრისევის რომანი „ოთხი კედელი“[10] კვლავ გამომცემლობა „საბინ ვესპიეზემ“ გამოსცა 2014 წელს.
წიგნები
რედაქტირებაქართულად
რედაქტირება- შავი ზღვა[11], ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა, გამომცემლობა უსტარი, 2012, ISBN 978-9941-9303-0-0
ფრანგულად
რედაქტირება- Tout ira bien, Paris, Éditions Arléa, coll. « 1er Mille », 2004, 94 p. ISBN 978-2869596702
- La Mer noire, Paris, Éditions Sabine Wespieser|éd. Sabine Wespieser, 2010, 214 p. ISBN 978-2848050782 - Prix « Le Prince-Maurice » du roman d'amour 2011, Prix Landerneau 2008
- Les Séparées, Paris, Éditions Sabine Wespieser|éd. Sabine Wespieser, 2012, 181 p. ISBN 978-2848051062
- Quatre murs, Paris, Éditions Sabine Wespieser|éd. Sabine Wespieser, 2014, 192 p. ISBN 978-2-84805-159-8
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შავი ზღვა (რომანი)[მკვდარი ბმული]
- ქეთევან დავრიშევი დაარქივებული 2013-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Kéthévane Davrichewy დაარქივებული 2013-04-09 საიტზე Wayback Machine.
- Kéthévane Davrichewy: Les Séparées
სქოლიო
რედაქტირება- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2013.
- ↑ Le Figaro, Figaro / A. Brézet — Paris: Société du Figaro, 1826. — 322497 ეგზ. — ISSN 0182-5852; 2496-8994
- ↑ https://www.colisee.org/old/public//breve/fiche/1669
- ↑ [1]
- ↑ [2][მკვდარი ბმული]
- ↑ Le prix Version Femina-Virgin Megastore pour Kéthévane Davrichewy
- ↑ La Mer Noire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2015-07-06.
- ↑ [3]
- ↑ [4]
- ↑ Quatre murs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-07. ციტირების თარიღი: 2015-07-06.
- ↑ [5][მკვდარი ბმული]