ქაშვეთის გორა
მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარისა და თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარზე
ქაშვეთის გორა — მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში და თბილისის აღმოსავლეთში. მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სიმაღლე ზღვის დონიდან 1100 მ. აგებულია მაიკოპური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც ზემოდან დაფარულია ალუვიონით. წარმოადგენს მტკვრის ტერასას. აქვს ბრტყელი წვერი და დამრეცი კალთები. შემოსილია სტეპის ბალახეულით.
ქაშვეთის გორა | |
---|---|
კოორდინატები: 41°46′04″ ჩ. გ. 44°55′08″ ა. გ. / 41.767861° ჩ. გ. 44.919083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი ქვემო ქართლის მხარე |
სიმაღლე | 1100 მ |
მთის მასივი | ივრის ზეგანი |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 893, ISBN 99928-20-32-2.