ქაფის ზღვა
ქაფის ზღვა (ლათ. Mare Spumans) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნაყოფიერების ზღვის აღმოსავლეთით და ტალღების ზღვის სამხრეთ-დასავლეთით. მისი დიამეტრი 139 კილომეტრია[1]. შედიოდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მთვარის ზედაპირის ობიექტების პირველ ოფიციალურ ნომენკლატურაში, რომელიც გამოქვეყნდა ბლაგისა და მიულერის მიერ 1935 წელს[2]. მიუხედავად იმისა, რომ ქაფის ზღვის მიმდებარე აუზი ჩამოყალიბდა ნექტარულ პერიოდში, ის თავად ცოტა მოგვიანებით, გვიან იმბრიულ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო[3]. ზღვის დასავლეთ (მარჯვნივ) კიდეზე არის კრატერი „პტი“ (1976 წლამდე — თანამგზავრული კრატერი Apollonius W).
ქაფის ზღვა | |
Mare Spumans | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 143.13 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ქაფი |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
1.30° ჩ. გ. 65.30° ა. გ. / 1.30° ჩ. გ. 65.30° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
ქაფის ზღვა ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Spumans.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2010-08-08.
- ↑ Карта видимой стороны Луны. ციტირების თარიღი: 2010-08-08
- ↑ Lunar.arc.nasa.gov: Mare Spumans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-21. ციტირების თარიღი: 2010-08-08.