ქასრ-აბუ-ჰადი
ქასრ-აბუ-ჰადი (არაბ. قصر ابو هادي) — სოფელი ლიბიაში, სურთის რაიონში.[1] მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, ქალაქ სურთიდან სამხრეთით 20 კილომეტრში. 2006 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4,890 ადამიანი. სოფლიდან 2 კილომეტრში მდებარეობს ღარდაბიის აეროპორტი. ქასრ-აბუ-ჰადიში დაიბადა ლიბიელი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი მუამარ კადაფი (1942-2011).
სოფელი | |
---|---|
ქასრ-აბუ-ჰადი | |
ქვეყანა | ლიბია |
რაიონი | სურთის რაიონი |
კოორდინატები | 31°03′34″ ჩ. გ. 16°39′32″ ა. გ. / 31.05944° ჩ. გ. 16.65889° ა. გ. |
მოსახლეობა | 4,890 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Gazetteer: Qaşr Abū Hādī. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 2013-01-05.