ქასიმფაშა (საფეხბურთო კლუბი)
„ქასიმფაშა სფორი“ (თურქ. Kasımpaşa Spor Kulübü) — თურქული გუნდი ქალაქ სტამბოლიდან, ასპარეზობს თურქეთის სუპერლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე, რომელიც 15 000 მაყურებელს იტევს. 2012 წლის 7 ოქტომბრიდან მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა.[1]
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ქასიმფაშა სფორი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | Apaçiler | |||
დაარსდა | 15 იანვარი, 1921 | |||
სტადიონი |
რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტადიონი სტამბოლი, თურქეთი (ტევადობა: 15,000) | |||
პრეზიდენტი | ზაფერ ილდირიმი | |||
ლიგა | თურქეთის სუპერლიგა | |||
2023-24 | მე-5 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ისტორია
რედაქტირებაკლუბი დაარსდა 1921 წელს როგორც „ალთინთუღი“. 1939–1945 და 1946–1959 წლებში ასპარეზობდა სტამბოლის პირველ ლიგაში. 1959 წელს გუნდი აღზევდა სუპერლიგაში, სადაც 5 სეზონი გაატარა, მათი საუკეთესო სეზონი იყო 1961–62 წლების, როდესაც მათ მე–5 ადგილი დაიკავეს.
43 წლის შემდეგ, 2007 წლის 30 მაისს, გუნდი აღზევდა სუპერლიგაში მეორეჯერ მის ისტორიაში. დრამატულ ბრძოლაში „ალთაის“ წინააღმდეგ, „ქასიმფაშამ“ ორჯერ შემოატრიალა თამაში და შეძლო თამაშის პენალტების სერიამდე მიყვანა, სადაც 4–3 იმარჯვა. მათ იასპარეზეს სუპერლიგაში 2007–08 წლების სეზონში, რის შემდეგაც კლუბი ისევ დაქვეითდა პირველ ლიგაში. გუნდის ისტორიაში მესამეჯერ გუნდი აღზევდა სუპერლიგაში 2009 წლის 17 მაისს[2], „ქარშიაქას“ განადგურების შემდეგ 2–1 დამატებით დროში, მატჩი გაიმართა ანკარაში.
გუნდი დარჩა ჩემპიონატის ზედა ნაწილში და მოახერხა სეზონი დაესრულებინა ლიდერ 10 გუნდს შორის 2009–10 წლების სეზონში, რომელშიც მათ სძლიეს „ფენერბაჰჩეს“ საშნაო მატჩში 3–1 და „ბეშიქთაშს“ გასვლით მატჩში თურქეთის თასზე იგივე ანგარიშით. მათ ასევე გაანადგურეს „ტრაბზონსფორი“ ლიგის მატჩში იგივე ანგარიშით, 3-1. 2010-11 წლების სეზონის დასაწყისში „ქასიმფაშამ“ დაკარგა რამდენიმე მნიშვნელობანი მოთამაშე მწვრთნელის, ილმაზ ვურალის გადაწყვეტილების გამო.
გუნდის დასუსტების შემდეგ, გუნდმა ცუდი შედეგი აჩვენა, სეზონის ბოლოს კი დაქვეითდა. 2011–12 წლების სეზონში გუნდმა განახორციელა სწრაფი დაბრუნება სუპერლიგაში მას შემდეგ, რაც ითამაშა პლეი–ოფის მატჩები ანკარაში. მათ პირველად სძლიეს „ქონიასფორს“ 2–0 გასვლით და 4–0 საშინაო მატჩში. შემდეგ 2012 წლის 27 მაისს ითამაშეს ფინალი „ადანასფორის“ წინააღმდეგ და მეტოქე დარამატულ მატჩში დაამარცხეს ანგარიშით 3–2. 2007 წლიდა მოყოლებული ეს იყო მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება პლეი–ოფებში. ამდენად, ისინი ისევ წარმოადგენდნენ თავიანთ სამეზობლოს სუპერლიგის 2012–13 წლების სეზონში.
ლიგაში მონაწილეობა
რედაქტირება- სუპერლიგა: 1959–64, 2007–08, 2009–11, 2012–
- პირველი ლიგა: 1964–68, 1989–92, 1997–2000, 2006–07, 2008–09, 2011–12
- მეორე ლიგა: 1968–79, 1984–89, 1992–97, 2000–01, 2005–06
- მესამე ლიგა: 2001–05
- თურქეთის რეგიონული მოყვარულთა ლიგა: 1979-1984
მწვრთნელები
რედაქტირებასახელი | ეროვ. | დაწყება | დამთავრება |
---|---|---|---|
აქიფ ბაშარანი | 17 იანვარი, 2005 | 1 ივნისი, 2007 | |
ქადირ იოზჯანი | 30 მარტი, 2007 | 1 ოქტომბერი, 2007 | |
ვერნერ ლორანტი | 6 ოქტომბერი, 2007 | 3 დეკემბერი, 2007 | |
უგურ ტიუტიუნეკერი | 18 დეკემბერი, 2007 | 11 მარტი, 2009 | |
ბესიმ დურმუსი | 11 მარტი, 2009 | სექტემბერი, 2009 | |
ილმაზ ვურალი | 7 სექტემბერი, 2009 | 30 დეკემბერი, 2010 | |
ფუატ ჩაფა | 5 იანვარი, 2011 | 25 მაისი, 2011 | |
უგურ ტიუტიუნეკერი | 1 ივნისი, 2011 | 26 მარტი, 2012 | |
მეტინ დიადინი | 28 მარტი, 2012 | 24 სექტემბერი, 2012 | |
ფუატ კილიჩი | 24 სექტემბერი, 2012 | 7 ოქტომბერი, 2012 | |
შოთა არველაძე | 7 ოქტომბერი, 2012 |
ლოგოები წლების მიხედვით
რედაქტირება-
1924-1927
-
1927-1930
-
1930-1931
-
1931-1938
-
1938-1962
-
1962-1996
-
1996-2012
-
2012-
გამოჩენილი მოთამაშეები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კლუბის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-01-11 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ქასიმფაშა“ და შოთა არველაძე - ხელშეკრულება გაფორმდა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 8 ოქტომბერი, 2012.
- ↑ Kasimpasa steigt auf. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-24. ციტირების თარიღი: 2013-12-29.