ქარსალა, შპროტი (ლათ. Sprattus) — თევზების გვარი ქაშაყისებრთა ოჯახისა. აქვთ წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 13-17 სმ აღწევს. წონა უდრის 10-12 გ. ცოცხლობენ 5-6 წელს. იკვებება წვრილი ზოოპლანქტონებით. გავრცელებულია ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ზომიერ და სუბტროპიკულ წყლებში. გვხვდება შავ ზღვაშიც. ქარსალა ქარავნული თევზებია, დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. შეიცავენ
4,1%-15,2% ცხიმს. იჭმება დამარილებული, შებოლილი და დაკონსერვებული, იყენებენ აგრეთვე როგორც მისაზიდ მასალას.