ქართული ჰერალდიკა

ძველი საქართველოს სახელმწიფო გერბებიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ბაგრატიონთა დინასტიის გერბმა,ისიც არა უადრეს XVII საუკუნის ნიმუშია;რაც შეეხება საგვარეულო გერბებს,მეცნიერთა ვარაუდით საქართველოში იგი XVIII საუკუნემდე არასდროს ყოფილა.მიაჩნიათ რომ მანამდე არსებობდა მხოლოდ პირადი ბეჭდები.საგვარეულო გერბები მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის დროიდან ჩნდება.ქართული ჰერალდიკური სიმბოლოების დასადგენად,გერბების გარდა მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ დროშებს.მათი სახეობანი საკმაოდ მრავალგვარია.ქართულ დროშებზე წარმოდგენას გვიქმნის ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასი.მართალია მასზე აღბეჭდილი ნიმუშები XVII-XVIII საუკუნეებს ეკუთვნის მაგრამ მაინც უფლებას გვაძლევს დავსასკვნად რომ ქართული დროშები უძველესი დროიდანვე გამოიყენებოდა.ქართული ჰერალდიკის შესასწავლად არანაკლებ ძვირფას მასალას გვაწვდის ბეჭდებც,რომელთა შორი ვხვდებით როგორც სახელმწიფო ასევე პირად მეჭდებსაც.ამ მხრივ უაღრესად საყურადღებოა ერეკლე II ბეჭედი,დასმული 1783 წელს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებაზე (გეორგიევსკის ტრაქტატი).

მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი
ბოლნისის სიონის წარწერა

წარმართული საკულტო სიმბოლიკა

  • მზე და მთვარე

ქართული წარმართული კულტურის უძველესი ღვთაებანი-მზე და მთვარე,გარდა სიმბოლური ნიშნებისა წარმოგგენილნი არიან მთვარის ღვთაების და ქალღმერთი მზექალის გამოსახულებით.

  • ცხვარი

უძველესი საკულტო სიმბოლო.კეთილის საწყისი.გვხვდება ფიმბულებზე,გემებზე,მეჭდებზე და ა.შ,როგორც მაგიური ნიშანი.

  • ლომი

ძველი აღმოსავლეთის ხალხებში ფრიად პატივსაცემი სიმბოლო.ლომი ძლიერების განსახიერებაა.მის გამოსახულებას,როგორც რიტუალური და მაგიური მნიშვნელობის მქონისას,ხშირად ვხვდებით სამაჯურებზე,საყურეებზე და სხვა.აღნუსხულია ფრთოსანი ლომის მაგალითებიც.

  • დრაკონი

გვხვდება რიტუალური მნიშვნელობით,უმთავრესად სამკაულებზე.ზოგჯერ ფასკუნჯთან(გრიფონი)არის გაიგივებული.სიმბოლური მნიშვნელობიღ უდრის წყლის ქაოსს(სტიქიას)

  • თხა

როგორც სიმბოლო ძალზე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივ შტანდარტების თავებსა და ქალის სამკაულებზე.უაღრესად საყურადებოა თხის გამოსახულება აფხაზეთის დროშაზე.აღნიშნული სიმბოლო აშკარად ტოტემური წარმოშობისაა.ხშირადვ ამულეტის ხასიათი აქვს.

  • სენმურვი

ფრთოსანი ძაღლი.გამოუცნობი სიმოლო.გვხვდება ატენისა და ნიკორწმინდის ეკლესიების დეკორში.

  • შვიდტოტიანი მუხა

მიწადმოქმედების ღვთაებების სიმბოლო.

  • ხარი

ხარის კულტი ძალზედ ძველია.თაყვანს სცემდნენ მთელს საქართველოში.

  • ტახი

საფიქრებელია რომ იგი ძველი მეგრელების ტოტემური სიმბოლო იყო.ნაყოფიერებისა და ტომობრივი ერთეულიოს განმასახიერებელი.XVII-XVIII სს.სამეგრელოს(ოდიშის) დროშაზე გვხვდება ემბლემის სახით.

  • გველი

სიბრძნის სიმბოლო.ხეთების,ბაბილონელთა,ეგვიპტელთა და სხვა ძველი ხალხების საკულტო სიმბოლო.როგორც ჩანს მათი გავლენით ამ სიმბოლიკამ საქართველოშიც დაიმკვიდრა ადგილი.

  • ცხენი

ცხენი როგორც მზის კულტის ელემენტი ითვლება ცის მაცნედ,განთიადისა და მზის სიმბოლოდ.ბრინჯაოს ბალთებზე ცხენი ფიგურირებს როგორც ბოროტ სულთა მსხვერპლი.ფრთოსანი ცხენი(პეგასი) შედარებით იშვიათი მოვლენაა ქართულ სიმბოლიკაში.გვხვდება კახეთის დროშაზე.

  • ჩიტი

სულის სიმბოლო ცის მაცნე.მასში აისახა თავისი არსით უაღრესად რთული,ბევრი ფრინველის სიმბოლო შინაარსობრივი სირთულის მხრივ.ჩიტის სახეში შედის ქალი-ფრინველის სირინოზის სიმბოლიკაც.

  • თევზი

ძალზე ძველი სიმბოლო დაკავშირებული წყლის სტიქიასთან.სიბრძნის სიმბოლო.შუა საუკუნეების საქართველოში ჭრიდნენ თევზის ფორმის ფულს.

  • ირემი

კეთილის საწყისი სიმბოლო.წარმართულიდან გადავიდა ქრისტიანულ კულტში.გამოისსახებოდა დროშებზე,ბეჭდებსა და გერბებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ვადბოლსკი „საქართველოს ჰერალდიკური სიმბოლიკა" გვ19;25.თბილისი 1980