ქართული თეთრი
ქართული თეთრი — ვერცხლის ფულის ზოგადი სახელი საქართველოში. წერილობით წყაროებში პირველად XIII საუკუნეში გაჩნდა. XIII-XIV საუკუნეებში „თეთრი“ აღნიშნავდა კონკრეტულ ფულად ერთეულს და შეესაბამებოდა მონღოლურ დირჰემს, რომლის მასა სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო (2,13 გ; 1,75 გ; 1,4გ; 1,02 გ; 0,9 გ და 0,52 გ). ქართულ წყაროებში გვხვდება აგრეთვე ყაზანური თეთრი, გიორგაული თეთრი, კირმანეული თეთრი. XIII საუკუნის დასასრულს და XIV საუკუნეში ქართული თეთრის საანგარიშო და სამონეტო ერთეულის მნიშვნელობაც ჰქონდა. 6 თეთრი 1 დრაჰკანს შეადგენდა. მომდევნო საუკუნეებში „თეთრი“ ვერცხლის საფასის ზოგადი ტერმინი იყო, ზოგჯერ კი საერთოდ ფულს აღნიშნავდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ღვაბერიძე ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 480.