გიორგაული თეთრი
გიორგაული თეთრი — ვახტანგ VI-ის მიერ შემოღებული ტერმინი, რომლის საფუძველზე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს გიორგი ბრწყინვალის (1314-1346) ბრძანებით მოიჭრა ქართული ეროვნული მონეტა. ვახტანგ VI ემყარებოდა ბექა-აღბუღის სამართალს, რომელშიც ნახსენებია „გიორგის ჟამის თეთრი“. ეს ტერმინი კი გულისხმობს საქართველოში ილხანების სახელით მოჭრილ მონეტას. 1355 წლამდე საქართველოს ზარაფხანებში სხვა მონეტები არ იჭრებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუნდუა გ., დუნდუა თ., იჭრებოდა თუ არა გიორგაული თეთრი?, «საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 2011, [ტ.] 1.
- დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964;
- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 158.
- დუნდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 12.