ქართლოს კასრაძე
ქართველი მსახიობი და მწერალი
ქართლოს კასრაძე (დ. 27 აგვისტო, 1926 — გ. 2005) — ქართველი მსახიობი და მწერალი.
ქართლოს კასრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1926 |
გარდაცვალების თარიღი | 2005 |
საქმიანობა | მწერალი და მსახიობი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი და საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1926 წლის 27 აგვისტოს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1944 წლიდან გამოდის პროფესიულ ესტრადაზე, როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი, კონფერანსიე. 1988 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1997 წელს ქართული ესტრადის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის — ღირსების ორდენი[1].
ფილმოგრაფია
რედაქტირება- განაჩენი (1959)
- უდიპლომო სასიძო (1961)
- თოჯინები იცინიან (1962)[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №41, 1997 წლის 21 იანვარი, ქ. თბილისი, ქ. კასრაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
- ↑ ქართლოს კასრაძე, ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2020-04-01.