ქართველი ამერიკელები
ქართველი ამერიკელები (ინგლ. Georgian American) — ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, რომლებსაც ქართული წარმომავლობა აქვთ. ქართველი ამერიკელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან იმიგრაციის ძირითადი ეტაპის დროს - მე-20 საუკუნის დასაწყისში - ქართველებს შეცდომით რუსებად თვლიდნენ, როგორც ეს სულ ახლახან იყო, ვიდრე საქართველო არ გათავისუფლდა რუსული იმპერიისა და მისი მემკვიდრე საბჭოთა კავშირისაგან.
ქართველი ამერიკელები Georgian Americans | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
200,000[1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ქართული და ინგლისური |
რელიგიები | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია |
ისტორია
რედაქტირებაიმიგრაციის ადრეულ ეტაპები
რედაქტირებაპირველი დარეგისტრირებული ქართველები როგორც ფიქრობენ, ჩამოვიდნენ აშშ-ში როგორც შემსრულებლები. ერთი ჯგუფი 1890 წელს კაზაკი მხედრების დასს შეუერთდა, დაქირავებულები ბუფალო ბილი კოუდისა და მისი უხეში მხედრების ველური კონგრესის მიერ. აშშ-ში ჩამოსული ქართველების რაოდენობა რუსული რევოლუციის პოლიტიკური გადატრიალებების შედაგად გაიზარდა, როცა ქართული თავადაზნაურობა და ინტელიგენცია, მათ შორის რუსეთის იმპერიის სხვა ნაწილებში მცხოვრებიც, გაიქცნენ ქვეყნიდან. იმიგრაციის მეორე ტალღა საქართველოში წითელი არმიის შემოჭრას მოჰყვა, როცა თავადაზნაურობის და ინტელექტუალური კლასის დანარჩენმა წევრებმაც დატოვეს ქვეყანა, დეპორტაციისა და გარდაუვალი სიკვდილის შიშით ციმბირში.