ქარზამეთის ყორღანი
ქარზამეთის ყორღანი — არქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარზამეთში. განეკუთვნება ძვ. წ. XVII საუკუნეს, ბრინჯაოს ხანის პერიოდს.
ყორღანი მთლიანად გათხრილი და დაზიანებულია. ყრილი ქვები გარშემოა მიმოფანტული, მხოლოდ კამერის კედლებიღაა შემორჩენილი. კამერა ნაგებია ქვით და მშრალი წყობით. გადახურვაც მთლიანად მოხსნილი აქვს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21333