ქარზამეთი
ქარზამეთი — XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მდებარეობს მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრების სწორი რიგებით. ადგილობრივი გადმოცემით იგი დაუმთავრებლადაა დარჩენილი. ეკლესიის სწორკუთხა სივრცე კედლის სვეტებით აფსიდა უჩვეულოდ ღრმაა. კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს.
ქარზამეთი | |
![]() | |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
რაიონი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია |
ხუროთმოძღვრული სტილი | ერთნავიანი ეკლესია |
თარიღდება | XIII საუკუნე |
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 458.