ქარა მეჰმედ-ფაშა
ქარა მეჰმედ-ფაშა ან ოქიუზ მეჰმედ-ფაშა (თურქ. Kara Mehmed Paşa, Öküz Mehmed Paşa; დ. 1557, სტამბოლი — გ. 23 დეკემბერი, 1619, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი ორჯერ; 1614–1616 და 1619 წლებში, სულთან აჰმედ I-ისა და მუსტაფა I-ის მმართველობის პერიოდში.
ოქიუზ ქარა მეჰმედ-ფაშა | |
---|---|
Öküz Kara Mehmed Pasha | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 ოქტომბერი, 1614 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1616 |
წინამორბედი: | ნასუჰ-ფაშა |
მემკვიდრე: | დამატი ჰალილ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 იანვარი, 1619 |
მმართ. დასასრული: | 23 დეკემბერი, 1619 |
წინამორბედი: | დამატი ჰალილ-ფაშა |
მემკვიდრე: | გიუზელჯე ალი-ფაშა |
სულთანი: |
აჰმედ I, მუსტაფა I ოსმან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1557 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 23 დეკემბერი, 1619 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | გევჰერჰან სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1557 წელს, სტამბოლში. მანამ, სანამ ვეზირი გახდებოდა, იყო სილაჰდარი. 1607 წელს დანიშნეს ეგვიპტის მმართველად. ამ თანამდებობაზე დარჩა 1611 წლამდე, ხოლო 1611 წელს გამოიძახეს დედაქალაქში და იგი გახდა ვეზირი. ამ დროს ოსმალეთის სულთანი იყო აჰმედ I, ხოლო დიდი ვეზირი — ნასუჰ-ფაშა.
1614 წლის 17 ოქტომბერს სულთანმა ნასუჰ-ფაშა გადააყენა, ხოლო დიდი ვეზირის ბეჭედი სწორედ ქარა მეჰმედ-ფაშას ჩააბარა. ის ორი წელი იყო დიდი ვეზირი, ხოლო 1616 წლის ნოემბერს იგი გადააყენეს.
მეჰმედ-ფაშა აიდინის სანჯაყის მმართველი გახდა. მისი სამ წლიანი მმართველობის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვნად განვითარდა და ოსმალეთში მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა ქუშადასი (რომელიც დღეს ერთ-ერთი საკურორტო ქალაქია თურქეთში). იქ აშენდა პორტი.
1619 წელს ის კვლავ იხმეს დედაქალაქში და 18 იანვარს მეორედ გახდა იმპერიის დიდი ვეზირი. ამ დროს ტახტი ეკავა აჰმედ I-ის ძმა მუსტაფა I-ს.
სულთანი მუსტაფა სულიერად დაავადებული იყო. მალევე დაიწყო იანიჩარების აჯანყება, რომელთაც სურდათ ტახტზე აეყვანათ აჰმედის 14 წლის ვაჟი ოსმან II. ქარა მეჰმედ-ფაშა მხარს სულთან მუსტაფას უჭერდა, რის გამოც 23 დეკემბერს იანიჩარებმა მოკლეს.
ოჯახი
რედაქტირება1612 წელს ქარა მეჰმედ-ფაშა დაქორწინდა აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთანის სულთანის ქალიშვილ გევჰერჰან სულთანზე. ამის შედეგად ის ოსმანების დინასტიის დამატი (სიძე) გახდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Danişmend, İsmail Hâmi (1971) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi, say.. 29.
- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.367-370
- Gültekin, R. Eser (2001), Ulukışla ve Öküz Mehmet Paşa Menzil Külliyesi, Ankara: TC Kültür Bakanlığı Yayınları ISBN975-17-2738-3