ქალკედონის ნახევარკუნძული
(გადამისამართდა გვერდიდან ქალკიდიკე)
ქალკედონის ნახევარკუნძული, ქალკიდიკე (ბერძ. Χαλκιδική) — ნახევარკუნძული საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თერმოკოსისა და სტრიმონიკოსის ყურეებს შორის.[1] შეჭრილია ეგეოსის ზღვაში 120 კილომეტრზე. ქმნის სამ შვერილს: კასანდრა, სითონია და აიონ-ოროსი. რელიეფი მთაგორიანია, სიმაღლე 2033 მ-მდე (მთა ათონი).[2] შემოსილია ხმელთაშუა ზღვის ბუჩქნარითა და მთის ტყით. ჩრდილო-დასავლეთით არის ქალაქი სალონიკი.[3]
ქალკედონის ნახევარკუნძული | |
---|---|
მთა ათონი | |
კოორდინატები: 40°20′ ჩ. გ. 23°30′ ა. გ. / 40.333° ჩ. გ. 23.500° ა. გ. | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
უმაღლესი წერტილი | ათონი |
სიმაღლე | 2033 მ |
ფართობი | 2918 კმ² |
აკვატორია | ეგეოსის ზღვა |
მოსახლეობა | 105,908 (2011) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ enciclopèdia.cat | El cercador de referència en català
- ↑ Chalcidice | Encyclopedia Britannica
- ↑ Халкидики | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-30. ციტირების თარიღი: 2021-01-04.