ქალები უზბეკეთში
ქალები უზბეკეთში — სოციალურ და სამართლებრივ ვითარებაზე გავლენა მოახდინა ადგილობრივი ტრადიციების, რელიგიის, ადრინდელი საბჭოთა რეჟიმისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სოციალური ნორმების შეცვლამ. [1]
უზბეკეთი ქალებს უტარებს იძულებით სტერილიზაციას, ჰისტერექტომიის და სპირალის შეყვანის პოლიტიკას 1990-იანი წლების ბოლოდან მოსახლეობის რაოდენობაზე კონტროლის დაწესების მიზნით. [2] [3] [4] [5] [6] ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა სერიოზული პრობლემაა უზბეკეთში. [7] გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალების 69.6% ეთანხმებოდა იმას, რომ ქმრის მხრიდან გამართლებული იყო ცოლის ცემა ან გარკვეულ ვითარებაში დარტყმა (მათ შორის 61.2%, თუ ცოლი გავა გარეთ ქმრის თანხმობის გარეშე და 47.9% თუ იგი ედავება მას). [8]
დედის ჯანმრთელობის დაცვა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა
რედაქტირებაკონტრაცეპტივებისა და დედის ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობა შერეულია. ქალების 62,3% 2003 წელს იყენებდა უფასო კონტრაცეპტივებს. [9] [10] ამასთან, გაეროს შეფასებით, უზბეკეთში ქალების დაახლოებით 13.7%, ვისაც სურს შემდეგი ორსულობის თავიდან აცილება ან შეფერხება, არ შეუძლიათ ამის გაკეთება კონტრაცეპტივებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. [11] 2000 წელს ქვეყანაში დაახლოებით 20,900 ბებიაქალი იყო. [12]
იძულებითი სტერილიზაცია
რედაქტირებაარსებობს ცნობები, რომ უზბეკეთში ქალების იძულებითი სტერილიზაცია ხდება. [13] [14] [15] 2012 წლის 12 აპრილს BBC მსოფლიო სამსახურის „დავალების“ ანგარიშში აღმოჩნდა, რომ ქალები სტერილიზდებიან, ხშირად მათი ცოდნის გარეშე, მთავრობის მიერ მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის მიზნით. [16]
თვითმკვლელობა
რედაქტირებათვითდაწვა უზბეკეთის ქალებში სუიციდის გავრცელებული ფორმაა. [17] 2001 წელს შეფასდა, რომ დაახლოებით 500 ქალი წელიწადში თავს იკლავს შეურაცხმყოფელი სიტუაციების გამო. [18]
ტრეფიკინგი
რედაქტირებაგაერომ აღიარა მთავრობის ზოგიერთი მცდელობა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემცირებისა. [19] მაგალითად, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომია სატელეფონო ცხელი ხაზები, [20] და ტრეფიკინგისთვის დამნაშავეს 5-დან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. [9] [10]
ტრეფიკინგი კვლავ გრძელდება, რადგან უზბეკეთი ტრეფიკინგის ქალების მიმწოდებელიც და მომხმარებელიცაა. [21] [10] ” ტრეფიკინგი ხდება როგორც „შატლის“ ვაჭრობის გაგრძელება. ქალები ტურისტებად იგზავნებიან დასაქმების დაპირებით, როგორც ძიძები, რეპეტიტორები ან ბავშვის მზრუნველები, მაგრამ ისინი უმეტესად მუშაობენ სექს-ინდუსტრიაში. ” [18]
ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები
რედაქტირება„გენდერული როლები ეკონომიკაში შეიცვალა საბჭოთა პერიოდში და კვლავაც იცვლება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.“ [22] მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთის სახელმწიფოს აქვს პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას, პრობლემები არსებობს. მაგალითად, შრომის ბაზარი სქესის მიხედვით არის გამიჯნული და ქალებს, ჩვეულებრივ, უფრო დაბალი ხელფასი აქვთ. [23] „არასაწარმოო სექტორის არაკვალიფიციური პერსონალი პრაქტიკულად მთლიანად ქალებისგან შედგება.“[9] [10] ქალებმა არ უნდა იმუშაონ ღამის საათებში ან ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. 2003 წლისთვის არ იყო კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. [24]
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს ან მრავალშვილიან დედებს შეუძლიათ პენსიაზე გავიდნენ 50 წლის ასაკში, რაც ხუთი წლით ადრეა საპენსიო ასაკთან შედარებით . [9]
ქალთა კანონიერი უფლებები და მთავრობაში წარმომადგენლობა
რედაქტირება2004 წლის მონაცემებით, უზბეკეთის საარჩევნო კანონი მოითხოვს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში წარადგინონ პარტიული სიის მინიმუმ 30 % ქალი კანდიდატი. ამასთან, ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ენდემურია მმართველობის ყველა დონეზე. [10]
უზბეკეთს აქვს საყოველთაო საარჩევნო უფლება. [9], „საზოგადოებრივი აზრის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ქალაქის 64% და სოფლად მცხოვრები ქალების 50% მიიჩნევს, რომ მამაკაცებს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ თავიანთი უფლებების განსახორციელებლად პოლიტიკურ სფეროში“.
იძულებითი ქორწინება და პატარძლის გატაცება
რედაქტირებაპატარძლის გატაცების გზით იძულებითი ქორწინება ხდება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში. [25] ითვლება, რომ პატარძლის გატაცება ეკონომიკურ არასტაბილურობასთან არის დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ქორწილები შეიძლება ძალიან ძვირი იყოს, გატაცებებით თავიდან იცილებენ როგორც ცერემონიის ღირებულებას, ისე პატარძლის ნებისმიერ ფასს. [26] ზოგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ნაკლებად სასურველი მამაკაცი, რომელსაც აქვს დაბალი განათლება ან აქვს ნარკომანიისა და ალკოჰოლის პრობლემა, უფრო მეტად იტაცებს პატარძლებს. [27]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Domestic Violence in Uzbekistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-21.
- ↑ Birth Control by Decree in Uzbekistan დაარქივებული 2012-06-21 საიტზე Wayback Machine. IWPR Institute for War & Peace Reporting, published 2005-11-18, accessed 2012-04-12
- ↑ BBC News: Uzbekistan's policy of secretly sterilising women BBC, published 2012-04-12, accessed 2012-04-12
- ↑ Crossing Continents: Forced Sterilisation in Uzbekistan BBC, published 2012-04-12, accessed 2012-04-12
- ↑ Uzbeks Face Forced Sterilization The Moscow Times published 2010-03-10, accessed 2012-04-12
- ↑ Shadow Report: UN Committee Against Torture United Nations, authors Rapid Response Group and OMCT, published November 2007, accessed 2012-04-12
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 21, 2013. ციტირების თარიღი: October 21, 2013.
- ↑ http://www.measuredhs.com/pubs/pdf/FR143/FR143.pdf
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women. Un.org. ციტირების თარიღი: 2015-05-22.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 The United Nations Human Rights Treaties. Bayefsky.com. ციტირების თარიღი: 2015-05-22.
- ↑ United Nations Statistics Division. Unstats.un.org. ციტირების თარიღი: 2015-05-22.
- ↑ Committee on Economic, Social and Cultural Rights.
- ↑ BBC News - Uzbekistan's policy of secretly sterilising women. BBC News. ციტირების თარიღი: 20 January 2015.
- ↑ BBC Radio 4 - Crossing Continents, Forced Sterilisation in Uzbekistan. BBC. ციტირების თარიღი: 20 January 2015.
- ↑ Birth Control by Decree in Uzbekistan. Institute for War and Peace Reporting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 20 January 2015.
- ↑ BBC World Service - Assignment, Forcible Sterilisation In Uzbekistan. BBC. ციტირების თარიღი: 20 January 2015.
- ↑ Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change. Iwpr.net. ციტირების თარიღი: 2015-05-22.
- ↑ 18.0 18.1 IWRAW Home Page. Iwraw.igc.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-05-22. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "IWRAW" defined multiple times with different content; $2 - ↑ UN, CEDAW: (Concluding Observations, 2006) 5
- ↑ UNFPA, State of the World Population 2006:( A Passage to Hope; Women and International Migration, 2006) 49
- ↑ International Covenant on Civil and Political Rights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-30.
- ↑ Uzbeks. (2003). In C. R. Ember, & M. Ember (Eds.), Encyclopedia of sex and gender: men and women in the world's cultures. Dordrecht, The Netherlands: Springer Science+Business Media.
- ↑ CEDAW: Concluding Observations, 2006, Uzbekistan
- ↑ Not A Minute More : Ending Violence Against Women. Cities-localgovernments.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-05-22.
- ↑ Alena Aminova, "Uzbekistan: No Love Lost in Karakalpak Bride Thefts" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. , Institute of War and Peace Reporting, 14 June 2004
- ↑ See Aminova; Jamila Sujud and Rashid Musayev, "Bride Kidnapping Returns in Central Asia, Central Asia Online, 18 January 2010
- ↑ Jamila Sujud and Rashid Musayev, "Bride Kidnapping Returns in Central Asia", Central Asia Online, 18 January 2010