ქალები ბაჰრეინში
ქალები ბაჰრეინში — უფრო აქტიურები, ვიდრე სხვა არაბული ქვეყნების ქალები. ისინი კარგ განათლებას იღებენ და წარმოდგენილი არიან ყველა მთავარ პროფესიაში, ქალთა საზოგადოებებში და ქალთა ორგანიზაციებში. მათ ხმის მიცემის უფლება აქვთ და ბაჰრეინში ქალების დაახლოებით ერთი მეოთხედი სამუშაოს ასრულებს სახლის გარეთ. [1] ბაჰრეინის ქალთა დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება.
ტრადიციული ჩაცმულობა
რედაქტირებაბაჰრეინში ქალთა ტრადიციულ სამოსში შედის ჯელაბია, გრძელი, თავისუფალი კაბა, რომელიც სახლის ერთ-ერთი სამოსია. ბაჰრეინელ ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ მუჰტაშიმა და ნაწილობრივ დაფარონ თმა, ან მუჰაჯიბა, რომლითაც სრულად დაფარავენ თმას. [2]
როლები საზოგადოებაში
რედაქტირებაწარსულში, მაგალითად, 1960-იან წლებში, ბაჰრეინელი ქალების როლები დამოკიდებული იყო მათი ქმრების როლებსა ან სამსახურებზე. მოსალოდნელი იყო, რომ მეთევზეებზე დაქორწინებული ქალები ქმრებს ეხმარებოდნენ, როგორც თევზის დამლაგებლები და თევზის გამყიდველები. ფერმერებზე დაქორწინებული ქალები, როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმეების დამხმარეები, წარმოადგენდნენ სავაჭრო პროდუქციას. ქალაქებში ქალებს, ტრადიციულად, ევალებოდათ სახლის საქმის კეთება და ბავშვების მოვლა. ზოგადად, მდიდარი ბაჰრეინელი ქალები მოსამსახურეებს ასაქმებენ, რათა მათ თავიანთი ყოველდღიური საქმეები შეასრულონ. [2] გარდა ამისა, ბაჰრეინელი ქალები ცნობილი არიან ტექსტილის ტრადიციული ნაქარგების ცოდნით. ბაჰრეინელი ქალების ეს ნიჭი ბაჰრეინის კულტურისა და მემკვიდრეობის გამოხატულებაა. [3]
უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში, ბაჰრეინში ქალებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეეცვალათ ჩვეულებრივი ქალის როლები საზოგადოებაში. მათ შეძლეს, გაეფართოებინათ თავიანთი როლები და განევითარებინათ კარიერა განათლების, მედიცინის, საექთნო პრაქტიკის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებში, დაფინანსებაში, მსუბუქი წარმოების, საბანკო პროფესიის და ვეტერინარიის სფეროში. [2]
ფაქტობრივად, ბაჰრეინი არის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის პირველი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ქალები მაღალ თანამდებობებზე და ისინი წარმოადგენენ მთავრობას, არიან მინისტრები და ელჩები.
როლური მოდელი
რედაქტირებაბაჰრეინელ ქალთა თვალსაზრისით, განათლებისა და მოდის ტენდენციების მნიშვნელობაზე გავლენა იქონია ამერიკელი მისიონრების ჯგუფმა ნიუ–ჯერსიდან და ბრუნსვიკიდან, რომლებიც ბაჰრეინში ჩავიდნენ 1890–იანი წლების ბოლოს, აგრეთვე, ემიგრანტი ქალი მასწავლებლები ეგვიპტიდან და ლიბანიდან. პირველი სეკულარული სკოლა ბაჰრეინში, ალ-ხადიჯა ალ-კუბრა, შეიქმნა 1928 წელს. [2]
ქალების უფლებები
რედაქტირებაპოლიტიკური უფლებები
რედაქტირება2002 წელს, ბაჰრეინის კონსტიტუციაში შესწორებით, ბაჰრეინელმა ქალებმა მიიღეს ხმის მიცემის უფლება და მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ არჩევნებში. [4] ორი წლით ადრე მარიამ ალ ჯალაჰმა, ბაჰია ალ ჯიში, ალის სამაანი და მონა ალ-ზაიანი იყვნენ პირველი ოთხი ქალი, რომლებიც დაინიშნენ საკონსულტაციო საბჭოში. [5]
ქალებმა პირველად მისცეს ხმა და მონაწილეობდნენ 2002 წელს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე.
ასევე, 2002 წელს ბაჰრეინის საყოველთაო არჩევნებზე ქალი კანდიდატი არ აურჩევიათ. ქალ კანდიდატთა წარუმატებლობის საპასუხოდ, ექვსი დაინიშნა შურას საბჭოში, რომელშიც ასევე შედიან სამეფოს მკვიდრი ებრაული და ქრისტიანული თემების წარმომადგენლები. [6] 2004 წელს ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, დოქტორი ნადა ჰაფადი გახდა პირველი ქალი მინისტრთა კაბინეტში.
ქალთა კვაზი-სამთავრობო ჯგუფმა, ქალთა უზენაესმა საბჭომ, გადაამზადა ქალი კანდიდატები 2006 წლის ბაჰრეინის საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 2006 წელს ლატეეფა ალ გაუდი გახდა პირველი ქალი დეპუტატი. [7] 2011 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ ეს რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. [8]
როდესაც ბაჰრეინი აირჩიეს გაეროს გენერალური ასამბლეის სათავეში 2006 წელს, მან დანიშნა იურისტი და ქალთა უფლებების დამცველი ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად, ისტორიაში მესამე ქალი, რომელიც ხელმძღვანელობს მსოფლიო ორგანოს. [9] აქტივისტმა ქალბატონმა, ღადა ჯამშიერმა, განაცხადა, რომ „მთავრობამ გამოიყენა ქალთა უფლებები, როგორც დეკორატიული საშუალება საერთაშორისო დონეზე“. მან რეფორმები მოიხსენია როგორც „ხელოვნური და მარგინალური“ და დაადანაშაულა მთავრობა „ქალთა არასამთავრობო საზოგადოებების ხელის შეშლაში“. [10] 2008 წელს ჰუდა ნონოუ დაინიშნა ელჩად შეერთებულ შტატებში, რითაც იგი გახდა არაბული ქვეყნის პირველი ებრაელი ელჩი. [11] 2011 წელს გაერთიანებული სამეფოს ელჩად დაინიშნა ალისა სამაანი, ქრისტიანი ქალი. [12]
2014 წლის ბაჰრეინის საყოველთაო არჩევნებზე, ქალთა მცირე რაოდენობა აირჩიეს ორივე პალატაში. [13]
ოჯახური ძალადობა
რედაქტირებაბაჰრეინში არ არსებობს კანონები, რომლებიც ქალებს ოჯახური ძალადობისგან იცავს. [14] [13]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Women in Bahrain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 29 May 2011.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 McCarthy, Julanne. Bahrain (Al-Bahrayn). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 29 May 2011.
- ↑ Workshop: Nasaej (Traditional Embroidery), Workshop Owner: Bahrain Young Ladies Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 29 May 2011.
- ↑ "History" and "Bahrain, officially Kingdom of Bahrain". ციტირების თარიღი: 29 May 2011.
- ↑ المرأة البحرينية.. مناصب قيادية مهمة أكدت جدارتها واستحقاقها დაარქივებული 2023-04-12 საიტზე Wayback Machine. Al Watan
- ↑ Jew and Christian amongst 10 women in Shura council Middle East Online
- ↑ Toumi, Habib (27 November 2006). "Women fail to add to the seat won unopposed". Gulf News. Retrieved 4 July 2012.
- ↑ Toumi, Habib (8 October 2011). "Bahrain women MPs set to make a difference as parliament reconvenes". Gulf News. Retrieved 4 July 2012.
- ↑ 'UN General Assembly to be headed by its third-ever woman president', United Nations, 8 June 2006
- ↑ Jamsheer, Ghada (18 December 2006). "Women in Bahrain and the Struggle Against Artificial Reforms" დაარქივებული 2017-10-10 საიტზე Wayback Machine. . Women Living Under Muslim Laws. Retrieved 5 July 2012.
- ↑ "Bahrain names Jewish ambassador". BBC News. 29 May 2008. Retrieved 4 July 2012.
- ↑ Toumi, Habib (27 May 2012). "Bahrain urges greater global religious tolerance". Gulf News. Retrieved 4 July 2012.
- ↑ 13.0 13.1 The Legal Status of Women in Bahrain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-28. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
- ↑ General Travelling Issues in Bahrain for Women