ქალაქი (ალაგირის რაიონი)
ქალაქი (ოს. Калак) — სოფელი ალაგირის რაიონში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს მდინარე მამისონდონის მარცხენა ნაპირზე. ალაგირიდან — 17 კმ., ხოლო ვლადიკავკაზიდან — 107 კმ. ამჟამად სოფელი მიტოვებულია და 2010 წლის აღწერის მონაცემებით იქ უკვე აღარავინ ცხოვრობს.
სოფელი | |
---|---|
ქალაქი | |
ქვეყანა | რუსეთი |
რესპუბლიკა | ჩრდილოეთი ოსეთი |
რაიონი | ალაგირის რაიონი |
კოორდინატები | 42°39′42″ ჩ. გ. 43°49′56″ ა. გ. / 42.66167° ჩ. გ. 43.83222° ა. გ. |
ადრეული სახელები | მამისონი |
მოსახლეობა |
0 (2002)[1] , 0 (2010)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 86731 |
საფოსტო ინდექსი | 363203 |
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის პირველ ნახევრამდე ქალაქი (მეორე სახელწოდება — მამისონი) ჟღელეს ხეობის უდიდესი სოფელი იყო. სოფლის თანამედროვე სახელწოდება მომდინარეობს ქართული სიტყვიდან „ქალაქი“, რაც მისი მოსახლეობის სიდიდის გამო უნდა შერქმეოდა.
XIX საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება სოფლიდან სტიქიური გადასახლების პერიოდი. 1861 წლისათვის სოფელში სულ 9 კომლი (66 ადამიანი) ცხოვრობდა. 1883 წლის აღწერის მიხედვით სოფლის მოსახლეობა გაიზარდა 21 კომლამდე და 154 მაცხოვრებლამდე. 1901 წელს კი სოფელში 323 ადამიანი ცხოვრობდა.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Калоев Б. А., Осетины Восточной Осетии и районов Грузии — Владикавказ: 2012. с. 123