ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ქუჩა
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ქუჩა — ყოფილი[1] ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); სოლომონ დოდაშვილის მოედნიდან ბოგდან ხმელნიცკის ქუჩამდე, ამჟამად - გაბრიელ სალოსის გამზირის ნაწილი.
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნავთლუღი |
წინა სახელები | სალდათის ქუჩა, რეიტერის ქუჩა |
ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნის შუა ხანებში. თავდაპირველად ერქვა სალდათის ქუჩა, რადგან აქ ძირითადად სახლდებოდნენ გადამდგარი და ზევადიანი ჯარისკაცები. ქუჩა დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. XX საუკუნის დასაწყისში ქუჩაზე დასახლდა თბილისის კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი ივანე ნიკოლოზის ძე რეიტერი და ქუჩას რეიტერის ქუჩა დაერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში.
1922 წელს დაერქვა გერმანელების, 1939 წელს კი 5 დეკემბრის ქუჩა, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით. 1991 წელს ქუჩას ეწოდა ქაქუჩა ჩოლოყაშვილის სახელი. აქვს 1 შესახვევი.
2014 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას, მასთან არსებულ ორ შესახვევს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ სამ შესახვევს და ერთ ჩიხს ბერი გაბრიელ სალოსის სახელი ეწოდა.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 194, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №152. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (27 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023