ქავთარ ხაგირის სალოცავი

ქავთარ ხაგირის სალოცავი — სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ნასოფლარ ჩიღოში.

სალოცავი ფიქლით მშრალად ნაშენი, მთლიანი მასის, ოთხკუთხა სვეტის ფორმის ნაგებობაა, დგას ყორის დაბალი გალავნით შემოზღუდული ვრცელი ტერიტორიის შუაში. მთავარი ფასადი სამხრეთით აქვს მიმართული, რომელშიც მოწყობილია პატარა სასანთლე ნიში. ნაგებობას თავზე ადევს ორი ქვა. მათ შორის ერთი მაგარი ჯიშისაა და კონუსისებრი ფორმა აქვს, მეორე შირიმისაა – მრგვალი. სალოცავს ჩრდილოეთიდან აკრავს პატარა ვაკე ადგილი – საანჯმო, სადაც მამაკაცები სოფლის საჭირბოროტო საქმეებს წყვეტდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება