ფხოვლის ყველაწმინდის ეკლესია
ფხოვლის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოვლის მახლობლად. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა. შენობის გეგმა ჯვარისებრია. აღმოსავლეთ მკლავი მხოლოდ აფსიდს მოიცავს დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებში სიღრმით თანაბარია და გვერდითებზე ოდნავ ღრმაა, რის გამოც აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი ოდნავ ჭარბობს სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძს. გარედან ოთხივე მკლავს სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის და ნატეხი ქვით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. აგურითაა ნაწყობი გუმბათქვეშაა საბჯენი თაღები, სარკმელთა დიდი ნაწილი - გადახურვირთურთ. შიგნით კედლები შელესილი ყოფილა, ხოლო გარედან — შებათქაშებული. ძლიერაა დაზიანებული: დანგრეულია ოთხივე მკლავის გარეთა კედლბის (განსაკუთრებით სამხრეთ მკლავის) ზედა ნაწილები, მონგრეულია (მთელ სიმაღლეზე) გუმბათის ყელის ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთ შესასვლელის თავზე ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთ და სამხრეთ მკლავების ცენტრში. დასავლეთ კარი თარაზულადაა გადახურული . სამხრეთისა გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნით - სწორკუთხა. საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა. აფსიდში ისრულთაღვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ჩრდილოეთით ერთი შეისრულთაღოვანი ნიშაა. სარკმლის ქვემოთ წყობიდან შვერილი აგურების ორი რიგით გამოყვანილია 20 სანტიმეტრიანი სიგანის თარო, რომელიც აფსიდის წინ, დაახლოებით 0,7 მეტრზე. აგებულია აგურის კანკელი - შუაში აღსავლის კარით. მეორე კარი კანკელის ჩრდილოეთ ბოლოშია მოწყობილი. კარის წინ, ჩრდილოეთ მკლავის აღმოსავლეთ კუთხე ოდნავ მომრგვალებულია. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებში თითო ისრულთაღოვანი სარკმელია.
გუმბათის ყელი შიგნიდან მრგვალია, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი. იგი ეყრდნიობა ოდნავ შეისრული ფორმის ოთხ საბჯენ თაღს, თაღები - მკლავების გადაკვეთით შექმნილ ოთხ კუთხეს. გუმბათქვეშა კვადრატიდან კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ლავგრანდინის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა აგურით ნაწყობი აფრების საშუალებით განხორციელებული. გუმბათის ველში ოთხი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გარედან გუმბათის ყელი დასრულებულია საფეხუროვანი ლავგრანდით, რომელიც შედგება ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურის რიგების მონაცვლეობით. ანალოგიურად გამოყვანილი ლავგარდნით ყოფილა დასრულებული ეკლესიის კედლებიც (მცირე ნაწილი შემორჩენილია დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე). გუმბათი გადახურულია პირამიდული ფორმის სახურავით. დასავლეთ ფასადის კარის არქიტრავზე გამოსახულია გეომეტრიული სახეები (სამკუთხედები, წრეები).
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 200-201.