ფხელშეს აკლდამა
ფხელშეს აკლდამა — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფხელშეში. თარიღდება შუა საუკუნეებით. 1965 წელს შეისწავლა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი). აკლდამა ნაგებია ანდეზიტ-ბაზალტის ნატეხი ქვით. გადახურულია ბრტყელი ფილაქნით. გეგმით სწორკუთხაა, დამხრობილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 482.