ფცის ღვთისმშობლის ეკლესია

ფცის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში. მდებარეობს სოფლის ქვედაუბანში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6 X 10 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით ჰქონია, სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. ამჟამად ორივე შესასვლელი ამოშენებულია და აღმოსავლეთით, სარკმლის ადგილას კარია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. ეკლესიაში ძველი დონიდან 0,5 მეტრის სიმაღლეზე ხის იატაკია დაგებული. ფასადები დასრულებულია აგურის თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. შეკეთებისას ეკლესიის დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი აგურით აღუდგენიათ და ზედ აგურის პატარა სამრეკლო დაუშენებიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება