ფშაველის საწნახელი
ფშაველის საწნახელი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ფშაველიდან 4 კილომეტრზე, ფშაველი-ლეჩურის გზის მარცხენა მხარეს, ტყეში. თარიღდება შუა საუკუნეებით. ნაგებობა წესით წაგრძელებული სწორკუთხედია. შემორჩენილია ფრაგმენტულად, ნაგები იყო ნატეხი ქვით კირის ხსნარზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 352.