ფუტკრის სელექცია
ფუტკრის სელექცია — ფუტკრის ბიოლოგიური და სამეურნეო-სასარგებლო ნიშან-თვისებების გაუმჯობესების ღონისძიებათა სისტემა. ხელოვნური სელექციის გზით მიღებული ფუტკრის სანაშენე ჯიშები არ არსებობს. არის პრიმიტიული ჯიშები, რომელთა გამოყენებით შეიძლება ჯიშთშორისი და ხაზთშორისი ჰიბრიდების მიღება. ფუტკრის სელექციის სიძნელეს განაპირობებს დედა ფუტკრის განაყოფიერების ბიოლოგიური თვისებები, ხელოვნური დათესვლის დაბალი დონე. მეფუტკრეობაში სელექციური მუშაობის სქემა შემდეგია:
- საწყისი მასალის გამოვლინება-ამორჩევა;
- ნიშან-თვისებათა განსაზღვრა, ტომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს გადარჩევა;
- მაღალნაყოფიერი დედებისა და პროდუქტიული ფუტკრის გადარჩევა სანაშენედ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხიდეშელი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 433.