ეჟენ ფურნიე

ფრანგი გეოლოგი და არქეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ფურნიე, ეჟენ)

ეჟენ ფურნიე (ფრანგ. Eugène Fournier; დ. 28 დეკემბერი 1871, სენ-ბრიო, ბრეტანი — გ. 17 აპრილი 1941, ბეზანსონი) — ფრანგი გეოლოგი და არქეოლოგი.

ეჟენ ფურნიე
ფრანგ. Eugène Fournier
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1871(1871-12-28)[1]
დაბ. ადგილი სენ-ბრიე
გარდ. თარიღი 17 აპრილი, 1941(1941-04-17)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი ბეზანსონი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა სპელეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და გეოლოგი
ჯილდოები მონტიონის სამეცნიერო პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და Order of Agricultural Merit (France)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა მარსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (1894). 1894-1935 წლებში პერიოდულად თანამშრომლობდა საფრანგეთის გეოლოგიური რუკის სამსახურში. 1896-1935 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბეზანსონის უნივერსიტეტში (1902 წლიდან პროფესორი). ფურნიეს შრომები ძირითადად ეხება საფრანგეთის გეოლოგიური აგებულების (არის მრავალი გეოლოგიური რუკის ავტორი), პალეონტოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის, სპელეოლოგიისა და თეორიული ტექტონიკის საკითხებს. მრავალი შრომა უძღვნა აგრეთვე საფრანგეთის პალეოლითისა და ნეოლითის ძეგლებს.

1895 წელს იკვლევდა ცენტრალურ კავკასიონსა და მოსაზღვრე ტერიტორიების გეოლოგიურ აგებულებას. ამ გამოკვლევების შედეგად დაწერილი ნაშრომი (1896), რომელსაც თან დაერთო 1 : 400 000 მასშტაბის გეოლოგიური რუკა, წარმოადგენს საკვლევი რეგიონის გეოლოგიური აგებულების შესახებ იმ დროს არსებული ცნობების ერთგვარ დაჯამებას; აქვს შრომები კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიულ საკითხებზეც.

ეჟენ ფურნიე ავტორია 300-მდე სხვადასხვა სახის პუბლიკაციისა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 GeneaStar