ფუზულინები (ლათ. Fusulinida) — ამომწყდარი ფორამინიფერების ჯგუფი. აქვთ დიდი ზომის (6 სმ-მდე), ნაირგვარი ფორმის სპირალურად დახვეული კიროვანი ნიჟარა. ხვეულები ტიხრებით კამერებადაა დაყოფილი. ნიჟარის კედელი ერთ- ან რამდენიმეშრიანია. ბაგე ნაპრალისებურია ან რამდენიმე ხვრელი აქვს. ფუზულინები ქანთმაშენი ორგანიზმებია (ფუზულინიანი კირქვები). ცნობილი არიან კარბონული და პერმული პერიოდის ნალექებიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება