ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფროუორდის კონცხი (ესპ. Cabo Froward) — სამხრეთ ამერიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილი. გეოგრაფიული კოორდინატებია — 53°54′00″ ს. გ. 71°18′00″ დ. გ. / 53.90000° ს. გ. 71.30000° დ. გ. / -53.90000; -71.30000.

ფროუორდის კონცხი

კონცხი მდებარეობს ჩილეს სამხრეთ ნაწილში, მაგელანის სრუტის სანაპიროზე ბრანსუიკის ნახევარკუნძულზე.

კონცხზე დგას დიდი რკინის ჯვარი კრუს-დე-ლოს-მარესი (ესპ. Cruz de los Mares), რომელიც ააგეს 1987 წელს რომის პაპის იოანე-პავლე II-ს ჩილეში ვიზიტის პატივსაცემად.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფროუორდი“-დან