ფრომის ტბა
ფრომის ტბა (ინგლ. Lake Frome) — დიდი გაუდინარი ტბა ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიაში. გაწოლილია ბრტყელ ღრმულში, ფლინდერსის ქედის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს წყალმარჩხსა და შრობად ტბას, რომელიც წელიწადის დიდ დროს მარილის ქერქითაა დაფარული. ზედაპირის ფართობი 2596 კმ². სიგრძე დაახლოებით 100 კმ, ხოლო სიგანე 40 კმ. მაქსიმალური სიღრმე 0,5 მ. ტბის დიდი ნაწილი მსოფლიო ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს. ზოგჯერ შრობადი კრიკებიდან ივსება მარილიანი წყლით, ზოგჯერ უშუალოდ წყლით მდინარე სტშელეცკი-კრიკიდან. ტბის რაიონში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 149-216 მმ უდრის.[1] დასავლეთით ფრომის ტბა ებჯინება ვულკათუნა-გამონის ქედის ეროვნული პარკის ტერიტორიას, ჩრდილოეთით მდინარე სოლტ-კრიკით დაკავშირებულია კალაბონის ტბასთან, აღმოსავლეთით ესაზღვრება სტშელეცკის უდაბნოს, ხოლო სამხრეთით ფრომ-დაუნსის მეურნეობას. ტბის სიახლოვესაა ურანის ორი დიდი საბადო.[2] ტბას სახელი ეწოდა 1843 წელს ბრიტანელი ოფიცერისა და სამხრეთი ავსტრალიის გენერალური მიწისმზომელის ედვარდ ჩარლზ ფრომის პატივსაცემად. 1991 წელს ფრომის ტბა გამოაცხადეს რეგიონულ ნაკრძალად.[3]
ფრომის ტბა | |
---|---|
ფრომის ტბა | |
კოორდინატები: 30°37′ ს. გ. 139°52′ ა. გ. / 30.617° ს. გ. 139.867° ა. გ. | |
მდებარეობა | ავსტრალია |
ტერიტორიული ერთეული | სამხრეთი ავსტრალია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 მ |
სიგრძე | 100 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 2,596.15 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 0,5 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრომის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)