კრიკი
კრიკი (ინგლ. creek) — პერიოდული მდინარეების სახელწოდება ავსტრალიაში. დამახასიათებელია დროებითი დინება და ხშირ შემთხვევაში კალაპოტის არყოფნა. ასეთი მდინარეები გავრცელებულია ავსტრალიის შიგა ნაწილებში. კრიკი იბადება (არსებობს) მხოლოდ ძლიერი წვიმების დროს და შემდეგ მთლიანად ქრება დიდი ხნის განმავლობაში.
ზოგიერთი კრიკი იყოფა მრავალრიცხოვან ცალკეულ ტოტებად. რუკებზე აღინიშნება პუნქტირით.
ტერმინი კრიკი გამოიყენება, როგორც წესი ავსტრალიის მშრალი (პერიოდული) მდინარეების აღსანიშნავად, თუმცა ანალოგიური ხასიათის მდინარეები მსოფლიოს სხვა ადგილებშიც გვხვდება (მაგ., აშშ-ში). ცნობილი კრიკებია მდინარე კუპერ-კრიკი (სიგრძე 1300 კმ) და დაიმანტინა (სიგრძე 900 კმ), რომლებიც დიდი არტეზიული აუზის ფარგლებში გაედინებიან და საბოლოოდ შესართავს ეირის ტბის დეპრესიაში პოულობენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Пармурзин Ю.П., Карпов Г.В. Словарь по физической географии. Учебное издание. М.: Просвещение, 1994.