ფრიკის კოლექცია
ფრიკის კოლექცია (ინგლ. The Frick Collection) — ხელოვნების მუზეუმი მანჰეტენზე, ნიუ-იორკი, აშშ. მდებარეობს ლითონის მაგნატის ჰენრი კლეი ფრიკის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც თომას ჰასტინგის პროექტით 1913-14 წლებში აიგო.
ფრიკი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ხელოვნების მუზეუმთაგანია აშშ-ში, ძველ ხელოვანთა ერთობ მაღალი ხარისხის კოლექციით, რომელიც ყოფილი რეზიდენციის 16 გალერეაში არის გამოფენილი. ტილოები მრავალ გალერეაში დღესაც ფრიკის დიზაინის მიხედვით არის განლაგებული, თუმცა ამასთან წლების განმავლობაში დამატებული ახალი ხელოვნების ნიმუშებიც კოლექციას ფრიკის ესთეტიკის შესაბამისად ეხამება.
კოლექციაში შედის მთავარი ევროპელი მხატვრების ზოგიერთი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევარი, ასევე მრავალი ქანდაკება და ფაიფურის ჭურჭელი. აქვეა ავეჯი, მინანქრის ნივთები და ხალიჩები. ფრიკის გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილი ჰელენ კლეი ფრიკი კოლექციას აფართოებს და ამჟამად კოლექციის მესამედი 1919 წლის შემდეგ არის შესყიდული.
კოლექციის შედევრები
რედაქტირება-
იან ვან ეიკი. «ქალწული მარიამი წარგზავნილებით».
-
ჯოვანი ბელინი. «წმ. ფრანცისკოს ექსტაზი».
-
გოლბეინ უმცროსი. თომას მორის პორტრეტი.
-
ტიციანი. «ახალგაზრდა მამაკაცი წითელ ქუდში».
-
ბრონძინო. ლუდოვიკო კაპონის პორტრეტი.