ფრიდრიხ ლაიბნიცი

გერმანელი იურისტი

ფრიდრიხ ლაიბნიცი (გერმ. Friedrich Leibnütz; დ. 24 ნოემბერი, 1597, ალტენბერგი — გ. 5 სექტემბერი, 1652, ლაიფციგი) — გერმანელი იურისტი, ლაიფციგის უნივერსიტეტის მორალის ფილოსოფიის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასესორი. ცნობილი გერმანელი მეცნიერისა და ფილოსოფოსის გოტფრიდ ლაიბნიცის მამა.

ფრიდრიხ ლაიბნიცი
გერმ. Friedrich Leibnütz
დაბ. თარიღი 24 ნოემბერი, 1597(1597-11-24)[1]
დაბ. ადგილი ალტენბერგი[1]
გარდ. თარიღი 5 სექტემბერი, 1652(1652-09-05)[1] (54 წლის)
გარდ. ადგილი ლაიფციგი, საღვთო რომის იმპერია
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ალტდორფის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
მეუღლე კათარინა შმუკი[2]
მამა ამბროსიუს ლაიბნიცი[3]
დედა ანა დოიერლინი[2]
შვილ(ებ)ი გოტფრიდ ლაიბნიცი

დაიბადა, სავარაუდოდ, ქალაქ ალტენბერგში 1597 წელს. იზრდებოდა მაისენში, ხოლო კარიერის შექმნა განაგრძო ლაიფციგში. ლაიბნიცი იყო ლუთერანული აღმსარებლობის მიმდევარი. 1644 წელს დაქორწინდა კატერინა შმუკზე, ცნობილი ლაიფციგელი იურისტის, ვილჰელმ შმუკის ქალიშვილზე. 1646 წელს შეეძინათ ვაჟი, გოტფრიდ ლაიბნიცი.

ფრიდრიხ ლაიბნიცი გარდაიცვალა 1652 წლის 5 სექტემბერს, მემკვიდრეობად დატოვა პირადი ბიბლიოთეკა. მამის გარდაცვალებისას გოტფრიდი 7 წლისაც არ იყო. მოგვიანებით მამის მსგავსად, ისიც ლაიფციგის უნივერსიტეტში ასწავლიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Филиппов M. M. Готфрид Лейбниц. Его жизнь, общественная, научная и философская деятельность. 1893.
  • Reinhard Finster, Gerd van der Heuvel: Gottfried Wilhelm Leibniz. Rowohlt Taschenbuchverlag, Hamburg 1990, ISBN 978-3-499-50481-5.
  • Kuno Fischer: Gottfried Wilhelm Leibniz: Leben, Werke und Lehre. Marix-Verlag, Wiesbaden 2009, ISBN 978-3-86539-163-6.