კარლ ფრაიჰერ ფონ მიუფლინგი
(გადამისამართდა გვერდიდან ფრიდრიხ კარლ ფერდინანდ ფრაიჰერ ფონ მიუფლინგი)
კარლ ფრაიჰერ ფონ მიუფლინგი, მეტსახელი ვაისი (გერმ. Karl Freiherr von Müffling; დ. 12 ივნისი 1775 — გ. 10 იანვარი 1851) — პრუსიელი გენერალ-ფელდმარშალი და სამხედრო თეორეტიკოსი. იყო ბლიუხერის მეკავშირე ოფიცერი უელინგტონის შტაბში ვატერლოოს ბრძოლის დროს და ნაპოლეონზე საბოლოო გამარჯვების ორგანიზატორი. ომის შემდეგ მუშაობდა დიპლომატად აახენის კონგრესში და როგორც ხელმძღვანელმა დიდი წვლილი შეიტანა პრუსიის გენერალური შტაბის განვითარებაში. მიუფლინგი სპეციალიზებული იყო აგრეთვე სამხედრო ტოპოგრაფიისა და კარტოგრაფიის დარგში. 1821 წელს შეიმუშავა მრავალწახნაგა კარტოგრაფიული პროექცია, რომელიც მიუფლინგის პროექციის სახელწოდებით არის ცნობილი.
კარლ ფრაიჰერ ფონ მიუფლინგი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 ივნისი, 1775 |
დაბადების ადგილი | ჰალე, პრუსიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 10 იანვარი, 1851 (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი, პრუსიის სამეფო |
სამხედრო სამსახურის წლები | 1787–1847 |
წოდება | გენერალფელდმარშალი |
ბრძოლები/ომები | ნაპოლეონის ომები |
ჯილდოები | ბერლინის საპატიო მოქალაქე, Honorary Knight of the Order of St John, შავი არწივის ორდენი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და Knight Grand Officer of the Order of William |
ლიტერატურა
რედაქტირება- Chisholm, Hugh, ed. (1911). Encyclopædia Britannica. Vol. 18 (11th ed.). Cambridge University Press. p. 955.