ფრიდრიხ ავგუსტ კეკულე

გერმანელი ქიმიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ფრიდრიხ აუგუსტ კეკულე)

ფრიდრიხ ავგუსტ კეკულე (დ. 7 სექტემბერი, 1829, დარმშტადტი — გ. 13 ივლისი, 1896, ბონი) — გერმანელი ქიმიკოსი. 1850 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქიმიკოსი, განსაკუთრებით თეორიულ ქიმიაში. ქიმიური სტრუქტურის თეორიის მთავარი ფუძემდებელი.

ფრიდრიხ ავგუსტ კეკულე
გერმ. Friedrich August Kekulé von Stradonitz
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1829(1829-09-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი დარმშტადტი[13] [10] [12]
გარდ. თარიღი 13 ივლისი, 1896(1896-07-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] (66 წლის)
გარდ. ადგილი ბონი[10] [12]
დასაფლავებულია ბონი[12]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო[12]
გერმანიის იმპერია[12]
საქმიანობა ქიმიკოსი, პედაგოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი, გენტის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გისენის უნივერსიტეტი[12] , Ludwig-Georgs-Gymnasium, დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთის უნივერსიტეტი და გენტის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ლუტერ მაიერი, იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი და ემილ ფიშერი
მეუღლე Stephanie Drory და Luise Högel
მამა Karl Kekulé
შვილ(ებ)ი Stephan Kekulé von Stradonitz
ჯილდოები კოპლის მედალი[14] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[15]
გავლენა მოახდინეს

მოღვაწეობა

რედაქტირება

1856–1858 წლებში იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი; 1858 წლიდან გენტის უნივერსიტეტის, ხოლო 1965 წლიდან ბონის უნივერსიტეტის პროფესორი; 1886 წლიდან გერმანიის ქიმიური საზოგადოების პრეზიდენტი. 1854 წელს მიიღო თიოძმარმჟავა, 1856 წელს — ტრიფენილმეთანი და ანთრაქინონი. მისი ძირითადი შრომები თეორიულ ქიმიას ეხება. 1854 წელს მან პირველმა გამოთქვა იდეა გოგირდისა და ჟანგბადის „ორფუძიანობის“ (ანუ ორვალენტიანობის) შესახებ. 1857 წელს ელემენტები ერთ-, ორ- და სამფუძიანებად დაყო. ადოლფ კოლბესთან ერთად ნახშირბადი განსაზღვრა როგორც ოთხფუძიანი ელემენტი და მიუთითა არჩიბალდ კუპერთან ერთად) ნახშირბადის ატომების ერთმანეთთან დაკავშირების უნარზე, რაც ორგანული ქიმიის საფუძველს წარმოადგენს. კეკულემ პირველმა შექმნა ბენზოლის მოლეკულის ციკლური ფორმულა (1865).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 461.
  • Быков Г. В., Август Кекуле. Очерк жизни и деятельности, М., 1964.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Friedrich August Kekulé von Stradonitz — 2009.
  3. 3.0 3.1 Rocke A. J. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 www.accademiadellescienze.it
  11. 11.0 11.1 von Stradonitz August KekulÉ / B. Delmas — 2009.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 12.7 Biographisches Jahrbuch und Deutscher Nekrolog / Hrsg.: A. BettelheimB. — ტ. 1, 1896. — S. 412–414.
  13. Кекуле Фридрих Август // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  15. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 200.