ფრიდონ სიხარულიძე
ფრიდონ მოსეს ძე სიხარულიძე (დ. 9 სექტემბერი, 1937, სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი — გ. 15 ოქტომბერი, 2010, თბილისი) — ქართველი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1956-1961 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1963-1965 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ისტორიის ასპირანტი; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990); პროფესორი (1993).
1972 წელს მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1972-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-2000 წლებში ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2006 წლებში პოლიტოლოგიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
ფრიდონ სიხარულიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის არქივებში, მათ შორის საბჭოთა კავშირის სხვადასხვა არქივებში და ეძებდა ქართველთა კვალს. მისი მონაწილეობით გაითხარა დონის მონასტერის ქართული საფლავები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაგამოქვეყნებული აქვს 73 სამეცნიერო ნაშრომი და არაერთი წიგნი.
- სიხარულიძე ფ., მოსკოვის ქართული კულტურის ცენტრის ისტორიიდან. - თბ., 1989. - 166 გვ
- ვახუშტი ბაგრატიონი (...-1758) : ბიობიბლიოგრაფია / საქ. სსრ მეცნ. აკად., ცენტრ. სამეცნ. ბიბ-კა ; [შემდგ. ფ. სიხარულიძე ; რედ. ნ. გურგენიძე ; წინასიტყვ. ავტ. ფრიდონ სიხარულიძე]. - თბ. : მეცნიერება, 1990. - 128გვ
- სიხარულიძე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან / [რედ.: გ. ციციშვილი] ; საქ. მეცნ. აკად., ერთაშორის ურთიერთ. კვლევის ცენტრი. - თბ. : მეცნიერება, 1991. - 310გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკადემიკოს ფრიდონ სიხარულიძის გარდაცვალების გამო. (1937-2010). სიხარულიძე, ფრიდონ (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) ნეკროლოგი. // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2010. 14 ოქტომბერი, N192 (6558), 11 გვ.