ფრთა (საფრენი აპარატი)

ფრთა საფრენი აპარატისა — საფრენი აპარატის ნაწილი, რომელიც ატმოსფეროში ფრენისას ძირითადად ამწევ ძალას წარმოქმნის. ფრთას განასხვავებენ 3 პროექციის (სახეობის) მიხედვით: გეგმაში (სწორკუთხა, ტრაპეციისებრი, სამკუთხა და სხვა), გვერდიდან (პროფილის ტიპის მიხედვით — ჩაზნექილ-ამოზნექილი, ორმხრივ ამოზნექილი, სოლისებრი და სხვა), წინიდან (V,-W,-M-ებრი, გადაღუნული, მრუწდწირული და სხვა). ფრთის კონსტრუქციის საფუძველია ელემენტების (ლონჟერონები, გრძივსაბამები, ნერვიურები) გრძივი და განივი ნაკრებები, რომლებზეც ამაგრებენ საპირაპირე კვანძებსა და სამოსს. ბგერამდელი საფრენი აპარატების ფრთას ამზადებენ დურალუმინისაგან, მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან. Ti, Mg, Be-ის შენადნობებისგან, კომპოზიციური მასალებისაგან და სხვა მსუბუქ თვითმფრინავებსა და პლანერებში იყენებენ ხეს, ფანერას; ზებგერით, ჰიპერბგერისა და კოსმოსურ აპარატებში — V, Ta, W და სხვა ძნელდნობადი მასალების შემადნობებს, აგრეთვე თბოდამცავ საფრებსა და თბოსაიზოლაციო მასალებს.

ლიტერატურა რედაქტირება