ფრთაფეხიანები (ლათ. Pteropoda) — რბილტანიანების რიგი ბოლოლაყუჩიანი მოლუსკების ჯგუფისა. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ზღვაში. განსაკუთრებით მრავალფეროვანია ტროპიკულ ზღვებში. პლანქტონომური ფორმებია. ფრთაფეხიანების ფეხი რედუცირებულია, ძალზე განვითარებულია პარაპოდიები — ფრთებისმაგვარი გვერდითი გამონაზარდები (აქედანაა სახელწოდება).[1] სხეული ნახევრად გამჭვირვალეა, ხშირად მკვეთრი შეფერილობის. ცნობილია 100-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეჯგუფში: Thecosomata და Gymnosomata. პირველი მათგანის წარმომადგენლებს ზრდასრულ მდგომარეობაში აქვთ ნიჟარა, მანტიის ღრუ და ხშირად ლაყუჩებიც. Thecosomata-ს წარმომადგენლები იკვებებიან მიკროპლანქტონით, ვერტიკალურ მიგრაციებს ახორციელებენ წყლის სიზრქეში; Gymnosomata-ს სახეობები მტაცებლები არიან, ძირითადად Thecosomata-ებით იკვებებიან. ზოგიერთი მასიური სახეობა სარეწაო თევზებისა და უკბილო ვეშაპებისს საკვებია.[2] ჰერმაფროდიტები არიან.[1]