ფრანც დელგერი (გერმ. Franz Dölger; დ. 4 ოქტომბერი, 1891, კლაინვალშტადტი — გ. 5 ნოემბერი, 1968, მიუნხენი) — გერმანელი ბიზანტინოლოგი. 1931–1959 წლებში მიუნხენის უნუნივერსიტეტის პროფესორი, მიუნხენის ბიზანტინოლოგიური საზოგადოების ხელმძღვანელი, „Byzantinische Zeitschrif“-ის („ბიზანტინოლოგიური ჟურნალის“) რედაქტორი (1928–1963). გამოსცა ბიზანტიური ისტორიული ძეგლები, იკვლევდა ბიზანტიურ დიპლომატიკას, ფინანსურ სისტემას, აგრარული ურთიერთობის, ფილოლოგიისა და სხვა საკითხებს, ასევე ევროპულ ქვეყნებთან ბიზანტიის პოლიტიკურ დამოკიდებულებას. დელგერი ბიზანტინოლოგიაში ფილოლოგიურ-იურიდიული მიმართულების მკვლევარია. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა, რომელშიც განხილულია „ვარლაამი და იოსაფატის“ ბერძნული რედაქციის ავტორობის საკითხი. იგი არ იზიარებს იმ თვალსაზრისს, რომ „ვარლაამი და იოსაფატი“ ქართული „ბალავარიანიდანაა“ თარგმნილი ექვთიმე მთაწმინდელის მიერ. ამ პოპულარული ბიზანტიური რომანის ავტორად, თანახმად ბერძნული ტრადიციისა, იგი იოანე დამასკელს მიიჩნევს.

ფრანც დელგერი
გერმ. Franz Dölger
დაბ. თარიღი 4 ოქტომბერი, 1891(1891-10-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი კლაინვალშტადტი[1]
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1968(1968-11-05)[1] [3] [4] [5] [8] (77 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი[1]
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა მედიევისტი, ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, classical scholar და Byzantinist
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ბავარიული ორდენი დამსახურებისთვის, დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

ლიტერატურა

რედაქტირება