ფრანტიშეკ ჰალასი (ჩეხ. František Halas; დ. 3 ოქტომბერი, 1901, ბრნო ― გ. 27 ოქტომბერი, 1949, პრაღა) ― ჩეხი პოეტი.

ფრანტიშეკ ჰალასის საფლავი

გატაცებული იყო პროლეტარული პოეზიით. მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდათა კომუნისტურ, მოგვიანებით — ინტელიგენციის ანტიფაშისტურ მოძრაობებში. ავტორია პოეტური კრებულებისა „სეპია“ (1927), „მამალი აფრთხობს სიკვდილს“ (1930) და სხვა. სამოქალაქო პრობლემატიკაზეა შექმნილი ლექსების კრებული „ყურთამდე“ (1936). ჰალასის ანტიფაშისტური ლექსები გაერთიანდა კრებულში „იმედის ტორსი“ (1938). დაწერა პატრიოტული ლექსების ციკლი „ჩვენი ქალბატონი ბოჟენა ნემცოვა“ (1940). ფაშიზმზე გამარჯვებას მიუძღვნა კრებულები „ბარიკადი“ (1945) და „მწყობრში“ (1948).

ლიტერატურა რედაქტირება